ბურჭულაძეს აღიარება დააგვიანდა - გაგრძელდება თუ არა საპროცესო შეთანხმებაზე მსჯელობა სააპელაციოში?

16.04.26 20:34
ბურჭულაძეს აღიარება დააგვიანდა - გაგრძელდება თუ არა საპროცესო შეთანხმებაზე მსჯელობა სააპელაციოში?

თავდაცვის ყოფილ მინისტრს საპროცესო შეთანხმებაზე პროკურატურამ უარი უთხრა. აღიარება და ზარალის ანაზღაურებას საკმარისი არ აღმოჩნდა. გიორგი გვარაკიძის უწყება ჯუჯუანშერ ბურჭულაძისთვის მრავალწლიან პატირმობას ითხოვს. სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ ყოფილ მინისტრს აღიარება დააგვიანდა.

პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ საპროცესო შეთანხმებაზე მსჯელობა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდეს. დღეს ჯარის ძარცვის საქმეზე სასამართლომ ადვოკატების დასკვნითი სიტყვები მოისმინა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხარე ირწმუნება, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში გამამტუნეელი ვერდიქტი შეუძლებელია დადგეს, რადგან საქმეში პროკურატურას მხოლოდ 2 მოწმე ჰყავს და ორივეს მამხილებელი ჩვენება, ადვოკატებსი შეფასებით, თავის გადარჩენის მიზნით აქვს მიცემული.

ვლადიმერ ღუდუშაურია ჯარის ძარცვის საქმეზე ერთადერთი ბრალდებულია, ვისაც პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. 4 წლით მას პირობითი მსჯავრი დაედება და 1 წლით თანამდებობას სახემწიფო სამსახურში ვერ დაიკავებს. ლუდუშაურის ჩვენებაზე აპელირებდა დღეს დასკვნითი სიტყვის დროს კიდევ ერთი ბრალდებულის ვასილ მხეიძის ადვოკატიც.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში