რას ცვლის ვიქტორ ორბანის მარცხი?

16.04.26 20:40
რას ცვლის ვიქტორ ორბანის მარცხი?

აღიარება უნგრეთის უკვე ყოფილი ლიდერის თანაგუნდელისგან.  პირველებთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარი ანდრას ლასლო ყვება, სად დაუშვეს შეცდომა და როგორ შეიძლება ორბანის ეს მარცხი აისახოს მოკავშირეებზე - ანდრას ლასლო, რომელიც ივანიშილის ერთადერთი ყოფილი მოკავშირის გუნდშია, ამბობს, რომ ცვლილებეს უნგრელი ხალხი ითხოვდა. დამარცხებულები ახლა ფიქრობენ, რომ დაბრუნდნენ ისევ ხელისუფლებაში. 

ანდრას ლასლო ყვება, რომ ორბანის მარცხი მის მოკავშირეებზეც აისახება - მისი თქმით, რა პოლიტიკა ექნება პეტერ მადიარს საქართველოს მიმართ.  ბიძინაა ივანიშვილისთვის და მისი პარტიის ლიდერბისთვის ევროკავშირის სანქციების დაწესებას ბრიუსელში აქამდე ორბანი ბლოკავდა, ახლა არავინ იცის რა რეალობა დადგება. 

უნგრელი ევროაპრლამენტარი უნგრეთის მომავალი მთავრობის მომავალ კავშირებს რუსეთთან გარადუვალ აუცილებლობად ხედავს. მისი მტკიცებით, უნგრეთის ოპოზიციია ჯერ ანტირუსული განწყობებით პოზიციონირებს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი კრემლის რეჟიმთან მუშაობას იწყებენ. 

პოლიტიკური გაზაფხული ორბანის მარცხით დაიწყო, თუმცა ევროპარლამენტარები ფიქრობენ რომ ამით არ დასრულდება. დღეს ბრიუსელიდან ქართულ ოცნებას შეახსენეს, რომ ადრე თუ გვიან, ავტოკრატია მარცხდება. ევროდეპუტატები იმედოვნებენ, რომ პიტერ მადიარის მომავალი მთავრობა ოცნების წინააღმდეგ დასაწესებელ სანციებს არ დაბლოკავს.

დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.