“ოცნების“ დამარცხება ძალიან რთულია, მაგრამ ყველა დიქტატორი დამარცხდა, უბრალოდ გზა არის მოსაძებნი - მიროტაძე
ჩვენ ვებრძვით და ვეჯაჯგურებით მაქნანას, რომელსაც ყველა ინსტრუმენტი ხელში აქვს, მაგრამ მთავარი არ აქვს, ჩვენ მხარეს არის სიმართლე, - ამის შესახებ "ოცნების" ყოფილმა წევრმა, ანი მიროტაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია მოქალაქეებს გააგებინონ, რომ ისინი იბრძვიან ქვეყნის სამშვიდობოს გასაყვანად, “ოცნება“ კი მას რუსულ ჭაობში მიათრევს.
ჩვენ ვებრძვით და ვეჯაჯგურებით მაქნანას, რომელსაც ყველა ინსტრუმენტი ხელში აქვს, მაგრამ მთავარი არ აქვს, ჩვენ მხარეს არის სიმართლე, სიმართლე, რომ ჩვენ გვინდა, რომ ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს და არ გვინდა ჩავტოვოთ იმ რუსულ ჭაობში, სადაც მიგვათრევენ. აი, ეს უნდა მივიტანოთ როგორმე და ამაზე ველაპარაკოთ მოქალაქეებს.
ამათი დამარცხება, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, ხელისუფლებას, რომელსაც საკუთარი მოქალაქეები, ბავშვები არ ეცოდება, სადაც თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო ადამიანებს აპატიმრებენ, ტროტუარზე დგომის გამო 5 ათას ლარს ახდევინებენ, ერთი ახირებული კაცის გამო ცას კეტავენ, ძნელია ასეთ ქვეყანაში, რომ უცბე მოიპოვო გამარჯვება. თუმცა, ისიც ვიცი, რომ არცერთი დიქტატორი არ ყოფილა ბოლომდე და ყველა დამარცხდა. უბრალოდ გზა არის მოსაძებნი დიქტატორის დასამარცხებლად, - განაცხადა მიროტაძემ.