სრულიად დაუცველები ვართ იმის გამო, რომ ივანიშვილმა იზოლაციის პოლიტიკა გაატარა - დეკანოიძე რუსეთიდან მუქარაზე

17.04.26 11:23
სრულიად დაუცველები ვართ იმის გამო, რომ ივანიშვილმა იზოლაციის პოლიტიკა გაატარა - დეკანოიძე რუსეთიდან მუქარაზე

სრულიად დაუცველები ვართ იმის გამო, რომ ივანიშვილმა იზოლაციის პოლიტიკა გაატარა - ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე რუსეთიდან მუქარას. 

დეკანოიძის თქმით, ყველაზე დიდი დაუცველობა არის ის, რომ საქართველო რჩება მეგობრების გარეშე.

ივანიშვილის "ოცნება" ლანძღავს ჩვენს მეგობრებს და ამ დროს არავითარი პასუხი არ აქვს ასეთი განცხადებების (ზახაროვას განცხადება) მიმართ - ამბობს დეკანოიძე. 

გვყავდა მეგობრები ევროკავშირში, აშშ-ში და ახლა ვართ სრულიად დაუცველები, ზუსტად იმიტომ, რომ ივანიშვილმა ეს პოლიტიკა გაატარა - იზოლაციის. ჩვენ არარ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და ზოგადად უნდა გვესმოდეს, რომ ყველაზე დიდი დაუცველობა არის ის, რომ ჩვენ ვრჩებით მეგობრების გარეშე. საქართველო ერთ დროს იყოს რეგიონის ლიდერი ქვეყანა და ახლა ვართ ყველაზე ბოლო პოლზიიცებზე. ამიტომ, როცა ივანიშვილის "ოცნება" ასე ლანძღავს ჩვენს მეგობრებს და ამ დროს არავითარი პასუხი არ აქვს ასეთი განცხადებების მიმართ, ეს არის ის პოლიტიკა რასაც ივანიშვილი ახორციელებს საქართველოს და საქართველსო ხალხის წინააღმდეგ", - აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელის მოთხოვნების შესრულებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაზე და გაართულოს ორ ქვეყანაში მცხოვრებ ახლობლებს შორის კონტაქტები.