მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს - ზურაბიშვილი

17.04.26 15:07
მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს - ზურაბიშვილი

მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სინდისის 11 პირის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს. 

ზურაბიშვილი ,რომელიც დღეს ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესს ესწრებოდა, ამბობს, რომ მსჯავრდებულების საქმეში არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც მათ ბრალეულობას დაადასტურებდა.  

ამ მოსამართლემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს, ისტორიაში შევიდა, შეიძლება ასე ითქვას. გამოუტანა განაჩენი ამ რეჟიმს, რაგან ამის მერე არაფერი აღარ აკლია ამ რეჟიმს რომ იყოს სრულყოფილი დიქტატურა, სადაც სასამართლო არ არსებობს. ყველამ ვიცით, რომ აქ დანაშაულის არცერთი ნიშანი არ იყო. იყო გამოხატულება თავისუფლების, თავისუფალი აზრის, არაფერი საერთოდ მათ არ ჰქონდათ,  გარდა ის რაც გაუჩნდათ ციხეში. ეს განაჩენი არის ტოტალური განაჩენი ივანიშვილის რეჟიმზე", - აცახდებს სალომე ზურაბიშვილი. 

სინდისის 11 პატიმრის საქმე - სააპელაციო სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი 2 წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე თეა ლეონიძემ გამოაცხადა. 

განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური და საპროტესტო შეძახილები მოჰყვა.