ზახაროვას განცხადება კრემლის ოფიციალურ დოქტრინას ასახავს - ნათელაშვილი

17.04.26 15:42
ზახაროვას განცხადება კრემლის ოფიციალურ დოქტრინას ასახავს - ნათელაშვილი

მარია ზახაროვას განცხადება კრემლის ოფიციალურ დოქტრინას ასახავს, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი საუბრობს. მისი თქმით, რუსეთის რიტორიკა პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ევროპულ კურსს და მიზნად ისახავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანის შეზღუდვას. ნათელაშვილის განცხადებით, მსგავსი განცხადებები ვერ შეაჩერებს ინტეგრაციულ პროცესებს და არ უნდა გახდეს ქვეყნის სტრატეგიული მიმართულების გადახედვის საფუძველი.

ეს ქალბატონი არ გადმოსცემს საუთარ აზრებს. მისი ბაგეებიდან გადმოედინება კრემლის ოფიციალური დოქტრინა. აღნიშნული კონფლიქტის პროცესში გადახედეს საგარეო პოლიტიკურ ხედვებს და ჩათვალეს, რომ ევროკავშირი არის რუსეთთან დაპირისპირებული აგრესიული სამხედრო ბლოკი და ამიტომ მის შემაგდნელობაში შესვლა ნიშნავს რუსეთის მტრობას. ამ კრიტერიუმებით რუსეთს ემტერება მთელი მსოფლიოს 60%მინიმუმ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაჩერდეს მშვიდობიანი ინტეგრაციული პროცესები. ალბათ თქვენ უკვე კარგად ხვდებით, რატომ დაგვინიშნა ეგზარქოს მეფის ნაცვლად მოსკოვმა ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს. სწორედ ეს იყო გათვლილი, რომ ამ ავბედით ფიგურას შეეჩერებინა საქართველოს ინტეგრტაცია ევროგაერთიანებაში, - ამბობს ნათელაშვილი. 

რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელის მოთხოვნების შესრულებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაზე და გაართულოს ორ ქვეყანაში მცხოვრებ ახლობლებს შორის კონტაქტები.