სუს-ი: მამუკა მდინარაძე სამუშაო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფებოდა
სუს-ის ინფორმაციით, მამუკა მდინარაძე სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. როგორც სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათი ხელმძღვანელთან ერთად ვიზიტში მისი ორი მოადგილე და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელიც მონაწილეობდა.
სუს-ის ცნობით, მდინარაძემ და მისმა დელეგაციამ შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის სპეცსამსახურების პირველ პირებთან უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა.