გაბისონია ამბობს, რომ აგრარული მიმართულებები სოხუმის უნივერსიტეტში იმ შემთხვევაში გადავა, თუ მისი შესაბამისი პროგრამა აკრედიტაციას გაივლის
განათლების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ აგრარული მიმართულებები სოხუმის უნივერსიტეტში იმ შემთხვევაში გადავა, თუ მისი შესაბამისი პროგრამა აკრედიტაციას გაივლის - ზვიად გაბისონიამ ამით დღეს „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, თამარ ხვედელიანის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, რომელმაც მას ჰკითხა, თუ რომელი უნივერსიტეტის ფარგლებში შეძლებს აბიტურიენტი აგრარულ მიმართულებაზე სწავლას.
- ცნობისთვის, სოხუმის უნივერსიტეტს დაევალა უკვე შემოდგომიდან სტუდენტები მიიღოს აგრარულ სპეციალობებზე. ეს ფაკულტეტი ამ უნივერსიტეტს ამჟამად საერთოდ არ გააჩნია. ის სსუ-ში საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტიდან უნდა გადავიდეს.
შეგახსენებთ, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს "ოცნების" გადაწყვეტილებით უწევს გააუქმოს თავისი ფაკულტეტები:
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი
- ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
- სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი;
- განათლების მეცნიერებათა [დარჩება ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობები];
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი ანალოგიური პროგრამა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპიც გასათვალისწინებელია, მოახდენს აკრედიტაციას და ვადებში შეეძლება მას, რომ მიიღოს და კორექტირება მოხდეს შესაბამის ანკეტა კითხვარებში, თუ ამის საკანონმდებლო შესაძლებლობა იქნება, შესაძლებელი გახდება, რომ მხოლოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღოს ისე, რომ სწავლა არ იქნება დაწყებული. თუ ამის საშუალება კანონმდებლობით და რეალური პრაქტიკით მაგალითად ვერ მოასწრო ან არ წარადგინა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ის აგრარული მიმართულების პროგრამა, რომელიც ამ წუთას აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტს გამოცხადებული და უბრალოდ ის არ აქვს, რა თქმა უნდა, იმას არავინ არაფერს შეეხება. ჩვენი მოტივაციაა რეფორმიდან გამომდინარე, ვადასტურებთ იმას, რომ რაც უფრო სწრაფად მოვახდენთ გადაწყობას რეფორმის ფარგლებში სპეციალიზაციის მიმართულებით, ის რაც კანონმდებლობით და მთავრობის მიერ გაცხადებული პოლიტიკით დაგეგმილია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თუმცა რა თქმა უნდა, ამით ვერ დავაზარალებთ სტუდენტებს. შესაბამისად, თუ ამის საშუალება არ იქნება, ამას ვერ ვიზამთ ძალიანაც რომ გვინდოდეს. ძალიან ბევრ პარამეტრზეა დამოკიდებული. დამოკიდებულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიურობაზე. შეძლებენ თუ არა აკრედიტაციის გაკეთებას“, - განაცხადა გაბისონიამ.