როგორ უნდა შემცირდეს ფასები - რა სქემას სთავაზობს ოპოზიცია "ოცნებას"

17.04.26 20:05
როგორ უნდა შემცირდეს ფასები - რა სქემას სთავაზობს ოპოზიცია "ოცნებას"

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ფასების შემცირების გეგმას სთავაზობს და აცხადებს, რომ სამი კონკრეტული გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოსახლეობისთვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქება. მათი თქმით, პრემიერის ხელმოწერით შეიძლება განხორციელდეს საწვავზე აქციზის გადასახადის განახევრება, ასევე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის 1%-ით შემცირება, რაც ოპოზიციური ალიანსის შეფასებით, მოსახლეობას სიღარიბის ნაწილობრივ დაძლევაში დაეხმარება.

ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ფასების შემცირება ჯერ კიდევ დეკემბერში დააანონსა, თუმცა, მათი თქმით, ოთხი თვის განმავლობაში კონკრეტული შედეგი არ დამდგარა. პირიქით, მათივე შეფასებით, ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა პროდუქტების, ელექტროენერგიის, სამშენებლო მასალებისა და უძრავი ქონების ფასები. პრობლემის მთავარ მიზეზად ოპოზიცია კორუფციასა და არაეფექტურ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებს.

მათივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, დაპირებების მიუხედავად, ცხოვრების გაძვირება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩა. ოპოზიციური ალიანსის შეფასებით, წლების განმავლობაში ინფლაციამ მნიშვნელოვნად იმატა, რაც მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე აისახა.

ვვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.