კობახიძე ანტალიიდან მსოფლიო ლიდერების „დეფიციტზე“ საუბრობს - ეტალონად ერდოღანს ასახელებს და ევროკავშირს აკრიტიკებს

17.04.26 20:13
კობახიძე ანტალიიდან მსოფლიო ლიდერების „დეფიციტზე“ საუბრობს - ეტალონად ერდოღანს ასახელებს და ევროკავშირს აკრიტიკებს

მსოფლიო პოლიტიკა „ეიჩარ მენეჯერების“ ხელშია —ეს განცხადება ირაკლი კობახიძის ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე გააკეთა, სადაც მან გლობალურ ლიდერობაზე და საერთაშორისო პროცესებზე ისაუბრა.

კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, დადებით მაგალითად დაასახელა და აღნიშნა, რომ იგი წარმოადგენს სუვერენული ლიდერის ტიპს, რომელიც, მისი თქმით, არ ექვემდებარება გარე გავლენებს. ამავე კონტექსტში "ოცნების" პრემიერმა განაცხადა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ლიდერების შერჩევა ხშირად „არასწორი განზრახვით“ ხდება.

პრემიერის აღნიშნულ განცხადებებს კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, სადაც აღნიშნულია, რომ მისი ლოგიკის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მქონე ფიგურად თავად ბიძინა ივანიშვილი განიხილება, რადგან, მათი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში გადაწყვეტილებების მიღებაში სწორედ მას უკავია მთავარი როლი.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.