გზები „ნაცნობობით“ და ბრალდებები ნეპოტიზმზე - ხმაურიანი სხდომა პარლამენტში

17.04.26 20:53
გზები „ნაცნობობით“ და ბრალდებები ნეპოტიზმზე - ხმაურიანი სხდომა პარლამენტში

პარლამენტში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ ივანიშვილის გუნდი კორუფციასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულა. ნახევრად ცარიელ სხდომათა დარბაზში რეგიონული განვითარების სამინისტროს ანგარიშს უსმენდნენ, როდესაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს შეახსენეს, რეგიონებში ნეპოტიზმის პრაქტიკა და გაზრდილი შტატები, რომელიც, მათი შეფასებით, ნაცნობებისა და პარტიული კადრების დასაქმებას ემსახურება.

"ოცნების" წარმომადგენლებმა ბრალდებები უარყვეს. მინისტრის მოადგილემ, ზურაბ იაშვილმა, განაცხადა, რომ სამინისტრო მუნიციპალიტეტების საკადრო პოლიტიკაში არ ერევა და გადაწყვეტილებებს ადგილობრივი თვითმმართველობები დამოუკიდებლად იღებენ.

ოპოზიციის მხრიდან კითხვები გაჩნდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც. მათი განცხადებით, რიგ შემთხვევებში გზების მშენებლობა პრიორიტეტების მიხედვით არ ხდება და გადაწყვეტილებები კონკრეტულ ინტერესებთან არის დაკავშირებული. მაგალითად დასახელდა დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელი, სადაც, ოპოზიციის თქმით, გზა კონკრეტული პირის კურირების ფარგლებში დაიგო.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.