"აშშ-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ [ანაკლია] დარჩეს ღია და არ მოექცეს პეკინის დომინაციის ქვეშ" - უილსონი

18.04.26 00:13
"აშშ-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ [ანაკლია] დარჩეს ღია და არ მოექცეს პეკინის დომინაციის ქვეშ" - უილსონი

"აშშ-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ [ანაკლია] დარჩეს ღია და არ მოექცეს პეკინის დომინაციის ქვეშ" - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესმენმა, ჯო უილსონმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა. 

კითხვაზე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული ბოლო პროგრესის ფონზე, ხომ არ დგას საქართველო რისკის წინაშე, დაკარგოს სტრატეგიული მნიშვნელობა აშშ-ისთვის? - კონგრესმენმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ ცენტრალური ქვეყანაა რეგიონში, თუმცა ერთ-ერთი მთავარი, რაც აშფოთებთ, რუსეთისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მზარდი თანამშრომლობაა ანაკლიასთან დაკავშირებით. 

სრულიადაც არა - საქართველო კვლავ ცენტრალური ქვეყანაა რეგიონში. სამხრეთ კავკასია მთლიანობაში სტრატეგიულ გზაჯვარედინზე მდებარეობს. ერთ-ერთი მთავარი, რაც გვაშფოთებს, რუსეთისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მზარდი თანამშრომლობაა, განსაკუთრებით შავი ზღვის პორტ ანაკლიასთან დაკავშირებით.

ჩინეთის ინტერესი ანაკლიის მიმართ უკავშირდება ცენტრალური აზიიდან იშვიათი მინერალების ტრანსპორტის კონტროლს. ეს რესურსები საქართველოს გავლით უნდა გადავიდეს, რაც პორტს სტრატეგიულად მნიშვნელოვანს ხდის. აშშ-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფრასტრუქტურა დარჩეს ღია და არ მოექცეს პეკინის დომინაციის ქვეშ.

ასევე არსებობს შეშფოთება საქართველოს მთავრობის გარკვეულ ელემენტებსა და ირანს შორის დაახლოების შესახებ. სხვადასხვა ანგარიში მიუთითებს თანამშრომლობაზე, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასაც. ეს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, თუ გავითვალისწინებთ ირანის ხელისუფლების მიერ განსხვავებული აზრის სასტიკ ჩახშობას, მათ შორის პროტესტის ათიათასობით მონაწილის დახოცვას.

ჩემი აზრით, ასეთი ქმედებები და კავშირები არ ასახავს ქართველების ნებასა და მისწრაფებებს - ისინი ავლენენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი თანმიმდევრულ ერთგულებას," - განაცხადა უილსონმა.