"ოცნებაში" ვერ ასახელებენ თარიღს, როდის შედგება შტატების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში
"ოცნებაში" ვერ ასახელებენ თარიღს, როდის შედგება შტატების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში - არადა თვის დასაწყისსი ივანიშვილი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ აპრილში ჩვენს ქვეყანაში ამერიკის დელეგაცია უნდა ჩამოსულიყო.
"პირველების" მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ დღეს პაპუაშვილმა თქვა - " რამე თარიღი ასეთი არ იყო შეთანხმებული".
კონკრეტული დაგეგმილი ჯერ ესე არ არის. თავისთავად იგულისხმება, რომ როდესაც არის სურვილი, ორივე მხრიდან და სოწრედ ეს იყო სახელმწიფო მდივნის სატელეფონო ზარის მიზანიც, რომ დაედასტურებინა უმაღლეს დონეზე შეერთებული შტატების სურვილი, რომ დიალოგი აღდგენილიყო უმაღლეს დონეზე. რამე თარიღი ასეთი არ იყო შეთანხმებული, ფაქტია, რომ კომუნიკაციის და ვიზიტების სურვილი არის, რა და როგორ იქნება, ეს ლოჯისტიკის საკითხია. ვიზიტები იქნება რა თქმა უნდა, აბა როგორ იქნება ურთიერთობის აღდგენა. განათლების მინისტრი იმყოფება შტატებში, მათ შორის სუს-ის ხელმძღვანელი იმყოფებოდა შტატებში და ჰქონდა კოლეგებთან უმაღლესი შეხვედრები. მათ შორის ვნახეთ, რომ ამერიკსი სახდეპის წარმომადგენელიც იმყოფებოდა საქართველოში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
თარიღზე კონკრეტიკისგან ასევე თავს იკავებს ნინო წილოსანიც - "ოცნების" წევრი იმედოვნებს, რომ აღნიშნული ვიზიტი შტატებიდან აუცილებლად იქნება.
მე არ დავკონკრეტდები შტატებიდან ვიზიტით ჩამოსასვლელი პირების არც კონკრეტულ თარიღზე და არც შემადგენლობაზე. დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად იქნება. ურთიერთობები დარეგულირებისკენ მიდის და რაც მთავარია, ის საკითხები და ის პრობლემები, რაც ჩვენი მხრიდან დანახული და გაჟღერებული იყო, სათანადოდ არის ამერიკის მხირდან მიღებული და ვფიქრობ, რომ შესაბამისი რეაგირებაც ექნება", - აცხადებს ნინო წილოსანი.