კოსი საქართველოზე: სახელმწიფო კონტროლის ავტოკრატიული სისტემა ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროპული მომავლისგან

20.04.26 18:55
კოსი საქართველოზე: სახელმწიფო კონტროლის ავტოკრატიული სისტემა ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროპული მომავლისგან

"პოლიტიკურ გამოხატვაზე დაწესებული სახელმწიფო კონტროლის ავტოკრატიული სისტემა საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროპული მომავლისგან, რომელიც მისი მოსახლეობის უმრავლესობას სურს" - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. 

მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კანდიდატი ქვეყნების „პროგრესი ერთგვაროვანი არ არის“.

ჩვენი მიზანია, რომ საქართველო ევროკავშირთან დაკავშირებული დარჩეს და ჩვენ ევროკავშირის ინტერესების დაცვის შესაძლებლობა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა კოსმა.

მსგავსი სიახლეები