ხვალ ევროპელი მინისტრები საქართველოს შესახებ წელს უკვე მეორედ იმსჯელებენ - რა მოლოდინები არსებობს თბილისში

20.04.26 20:57
ხვალ ევროპელი მინისტრები საქართველოს შესახებ წელს უკვე მეორედ იმსჯელებენ  - რა მოლოდინები არსებობს თბილისში

სომხეთი, აზერბაიჯანი და შემდეგ საქართველო - სამხრეთ კავკასიაშიც კი საქართველო ევროკავშირის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს. ლუქსემბურგში მინისტრების შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, გამოქვეყნებული დღის წესრიგი აჩვენებს, რომ მინისტრების ფოკუსი სომხეთზე იქნება, ევროკავშირი-სომხეთის დაგეგმილი სამიტის წინ, შემდეგ აზერბაიჯანი. საქართველოზე კი მსჯელობა, იმ მძიმე პოლიტიკური ვითარების კონტექსტში მოხდება, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.  

თბილისის დროით 12 საათზე, ხვალ, ევროპელი მინისტრები საქართველოს შესახებ წელს უკვე მეორედ იმსჯელებენ. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა მოლაპარაკების მაგიდასთან პუტინისა და ივანიშვილის ლობისტი არ იჯდება. უნგრეთის მთავრობის შეიცვალა, ორბანის გუნდის საგარეო მინისტრი კი, რომელიც "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სანციების ამოქმედებას ბლოკავდა, ხვალინდელ შეხვედრას საერთოდ არ დაესწრება. 

დისკუსიის განმარტებით, ბარათში მკაფიოდ წერია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ევროინტეგრაცია ცალმხრივად შეაჩერა, რასაც განგრძობადი დემოკრატიული უკუსვლა და ევროკავშირის მკაფიო პასუხი მოჰყვა. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქვეყნის გზას გაწევრიანებისკენ, თუ საქართველოს ხელისუფლება ამჟამინდელს კურსს შეცვლის. დღეს ევროპელმა პარნტიორებმა "ოცნებისგან", არათუ თანამშრომლობისთვის მზაობა, არამედ ისევ დეზინფორმაციული ნარატივი მიიღო.

მინისტრების შეხვედრას ლუქსემბურგში წინ უძღოდა ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების დელეგაციის ვიზიტი თბილისში. დრაკონული კანონების, უკანონო დაკავებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ, დიპლომატებმა საფრანგეთიდან, გერმანიიდან და პოლონეთიდან ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში განახლებული ინფორმაცია ჩაიტანეს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, ევროკომისიამ სავიზო სანქციების შემდეგ, ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესების წინადადება წარადგინოს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები