ეპისკოპოსები "ოცნების" წინააღმდეგ - ივანიშვილის გუნდი პატრიარქის არჩევნების ჩარევაშია მხილებული
პატრიარქის ანდერძის გადახედვას გურამ მაჭარაშვილი მეუფე იაკობს და მეუფე გიორგის ურჩევს. არადა წმინდა სინოდის ყველა წევრმა ყველაზე კარგად იცის, რომ მოსაყდრეობა მემკვიდრეობას არ ნიშნავს და პატრიარქი არჩევნების დღეს ყველა კანდიდატი თანასწორია. "ქართული ოცნებას" მძიმე ბრალი ბოდბელმა ეპისკოპოსმა წაუყენა, მეუფე იაკობმა პირდპაირ თქვა რომ სწორედ ხელისუფლება ერევა ეკლესიის შიდა საქმეებში.
მეუფე იაკობის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, წმინდა სინოდის დიდი გამოწვევის წინაშე დადგა, რადგან ამბიონიდან გავლენიანმა მღვდელმთავარმა პირდაპირ თქვა, რომ ეკლესიის საქმეებში ცხვრის ყოფენ. მეუფე იაკობი საქართველოს საპატრიარქოს სახელით წლების განმვალობაში მთავრობასთან საკონტაქტო პირი იყო და პირდაპირი კავშირი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან. "პირველებთან" ინტერვიუში ეკა ბესელია იხსენებს, რომ 2011 წელს, როდესაც ივანიშვილი პატრიარქს შეხვდა მაშინ ილია მეორეს გადაწყვეტილებით, სწორედ მეუფე იაკობი გახდა ოლიგარქის მოძღვარი.
რა საფრთხე დაინახეს "ქართული ოცნებისგან" ეპისკოპოსებმა, რომ ამის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკი გადაწყვიტეს. ივანიშვილის პარტიას მხილება მხოლოდ მეუფე იაკობმა არ მოუწყო, იგივე საფრთხეზე ისაუბრა მარნეულის და ხუჯაბის ეპისკოპოსმა და დღეს მინიშნებით იგივე თემაზე საუბრობდა დმანისელი მიტროპოლიტი ზენონი. "ქართული ოცნება" ცდილობს ეს არ შეიმჩნიოს და ბრალდებები სხვა მიმართულებით მიმართოს.
არგუმენტების ძებნაში "ქართული ოცნება" წმინდა სინოდის წევრებს მეტ კონკრეტიკას, სიზუსტეს და მაგალითების დასახელებას სთხოვს - თუ მღვდელმთავრები საკუთარ ქადაგებებში ხელისუფლებას მეტ პასუხისმგებლობას აკისრებენ, პროცესებისგან დისტანცირებას ურჩევენ, მათ საპასუხოდ, "ქართულ ოცნებას" საკუთარი როლის გააზრების ნაცვლად, ისრები ოპოზიციისკენ გადააქვს.