პარტიების აკრძალვის მუქარა - "ოცნება" ალტერნატიული რეალობის შექმნაში ამხილეს

20.04.26 20:42
პარტიების აკრძალვის მუქარა - "ოცნება" ალტერნატიული რეალობის შექმნაში ამხილეს

ალტერნატიული რეალობის შექმნა ქვეყანაში - ასე აფასებს ოპოზიცია პოლიტიკურ პარტიების წინააღმდეგ, "ქართული ოცნების" ახალ სარჩელს. ივანიშვილის პოლიტიკური მეტოქეები ფიქრობენ, რომ ოლიგარქს ხალხის პრობლემებზე ლაპარაკი არ უნდა, ამიტომ სანახაობისთვის იგონებს ამბებს, რომ მთელი ყურადღება ამ თემისკენ გადავიდეს და დღის წესრიგიდან გაქრეს მშიერი ხალხის გაჭირვებაზე საუბარი. 

დღეს, დღის მთავარი ამბავი ორია: დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის წამლის  მიცემის მოთხოვნა და ფასების კიდევ უფრო ზრდა. ამ დროს დილის 11 საათზე შალვა პაპუაშვილმა ალტერნატიული საინფორმაციო დღის წესრიგის შექმნა სცადა. თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელს თავიდან შეიტანენ, განსხვავება მხოლოდ ის იქნება, რომ ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალს დაუმატებენ "ფედერალისტებსაც".   

"ქართულ ოცნებაში" აღიარებენ, რომ აწუხებთ არაღიარების საკითხი, ამიტომ ოპოზიციურ ალიანსს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებენ, ვერ მალავენ იმასაც, რომ ალიანსს შეუძლია პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა. "ფედერალისტებისთვის" "ოცნების" გადაწყვეტილებით არაფერი იცვლება.

ოპოზიციის ალიანსს "ოცნების" გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ალიანსის სტრატეგია სწორია, "ოცნებას" არაღიარება და საგარეო წნეხი აწუხებს, ისევე როგორც ანერვიულებს ქვეყნის შიგნით პროტესტის გაზრდა. პროდასავლური ოპოზიცია ფიქრობს, რომ ახალი საკონსტიტუციო სარჩელით ივანიშვილის გუნდი რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები