"როგორც პარტიები ვერ აკრძალეს, ისე ვერ უნდა ჩანიშნონ სუს-ის და ქოცური არჩევნები" - პეტრე ცისკარიშვილი
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით ოპოზიციური პარტიები არა "ბიძოს არჩევნებში, არამედ თავისუფალ არჩევნებში უნდა შევიდნენ".
"როგორც პარტიები ვერ აკრძალეს, ისე ვერ უნდა ჩანიშნონ სუს-ის და ქოცური არჩევნები" - თქვა პეტრე ცისკარიშვილმა და აღნიშნა, რომ ისეთ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, სადაც მეტ-ნაკლებად შესაძლებელი იქნება სამართლიანობის მიღწევა.
ამათი ჩანიშნული არჩევნები, სადაც ისევ სუს-ით, ადმინისტრაციით, ფულით და პროპაგანდით უნდა ჩაგიტაროს გაყალბებით. ახლა საქმე რაშია, ისეთ არჩევნებში უნდა შეხვიდე, სადაც შენ მიაღწევ, პოლიტიკურად მოამწიფებ სიტუაციას იმ დონემდე, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ გარემოში და მეტ-ნაკლები სამართლიანობით მაინც, კონკურენტული იყოს ეს არჩევნები, მაშინ უნდა შეხვიდე არჩევნებში.
ბიძოს არჩევნებში კი არ უნდა შეხვიდე, თავისუფალ არჩევნებში უნდა [შეხვიდე]. აი რატომ ვერ აკრძალეს პარტიები, როგორც პარტიები ვერ აკრძალეს, ისე ვერ უნდა ჩანიშნონ სუს-ის და ქოცური არჩევნები. უნდა მოამწიფო სიტუაცია ისე, რომ ჩაინიშნოს მეტ-ნაკლებად თავისუფალი არჩევნები. აი ის თავისუფალი არჩევნები რომ ჩაინიშნება, იმ პერიოდისთვის ისე კარგად აღგვიდგენენ, თუ მანამდე შეძლეს, გაქაჩეს და ჩამოგვართვეს რეგისტრაცია და "5" ნომერი, როგორც დაგიბარებია, ლამაზად დაგვიბრუნებენ უკან.
ეს დამოკიდებულია ხალხის მხარდაჭერაზე, შენ უნდა გყავდეს აბსოლუტური უმრავლესობა," - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.