დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში - იურისტები "ოცნების" პასუხისმგებლობაზე მიუთითებენ

21.04.26 12:00
დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში - იურისტები "ოცნების" პასუხისმგებლობაზე მიუთითებენ

იურისტები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის დაქვეითება დემოკრატიის ინდექსში „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია და უკავშირდება როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ისე მათი პრაქტიკაში გამოყენებას. საუბარია ბრიტანული მედია ჯგუფის, „The Economist“-ის ანალიტიკური დანაყოფის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის დემოკრატიის ინდექსზე.

ქვეყანაში დემოკრატიული მაჩვენებლების გაუარესების მიზეზებზე საუბრობს იურისტი გოგა ხატიაშვილიც. მისი შეფასებით, პრობლემის ძირითადი წყარო ბოლო წლებში მიღებული შემზღუდველი კანონმდებლობა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის სისუსტეა.

ერთის მხრივ ადგილი ჰქონდა ძალიან რეპრესიულ და შემზღუდავ კანონშემოქმედებით საქმიანობას, რომლის მთავარი სამიზნეც იყო სწორედ ის უფლებები, რაც დემოკრატიის არსებობისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ეს ეხებოდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო ინტიტუტები ძირითადად ექვემდებარება სწორედ მმართელ პარტიას და ისინი ვერ სარგებლობენ დამოუკიდებლობის გარანტიებით. შესაბამისად, ასეთი შემზღუდველი კანონშემოქმედებითი საქმიანობა და შემდგომში უკვე მათი პრაქტიკაში გამოყენება, რა თქმა უნდა, იქნებოდა გავლენის მომხდენი დემოკრატიული მაჩვენებლის შემცირებაზე. 

ჩვენ ვხედავთ, რომ ეს რეპრესიული პოლიტიკა, შემზღუდველი პოლიტიკა კვლავ გრძელდება და ამგვარი წნეხის ქვეშ, ძირითადად, ექცევიან სწორედ ის უფლებები, რომელიც დემოკრატიული საზოგადოებისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, - ამბობს იურისტი გოგა ხატიაშვილი.

ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას ანალიტიკოსი ლევან ნატროშვილიც, რომელიც აღნიშნავს, რომ გაუარესება როგორც კანონმდებლობის, ისე პრაქტიკის დონეზე აშკარად იკვეთება. 

ჩვენ ვხედავთ უკუსვლას, რაც უკვე აჩვენებს სხვა ინდექსის, რაც უკვე აჩვენა სხვა, აქამდე გამოქვეყნებულმა ინდექსებმაც და ცხადია, ეს არ არის გასაკვირი, ვინაიდან ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2025 წელს, ეს რეპრესიული ნაბიჯები "ქართული ოცნების" მხრიდან, როგორც კანონმდებლობის დონეზზე ბევრი რამ შეიცვალა და მოხდა მნიშვნეოვანი გაუარესება ადამიანის უფლებების სტანდარტების ქვეყანაში კანონმდებლობის დონეზე, ისე პრაქტიკის დონეზე ჩვენ ვნახეთ, რომ მიმდინარეა ეს რეპრესიები, არაერთი ადამიანია ციხეში, არაერთი ადამიანი განიცდის დევნას, არაერთი ორგანიზაცია მათ შორის, ვსაუბრობ როგორც სამოქალაქო, ისე მედიაორგანოზაციებზე და პოლიტიკურ პარტიებზე, არის ამ რეპრესიების მხვერპლი, - ამბობს  ლევან ნატროშვილი. 

ცნობილი ბრიტანული მედია ჯგუფის, ეკონომისტის ანალიტიკური დანაყოფი, 2025 წლის დემოკრატიის ინდექსს აქვეყნებს.

საქართველოს პოზიციები გავლენიანი ორგანიზაციის რეიტინგში გაუარესებულია. წინა წელთა შედარებით ქვეყანა ერთდროულად ხუთი პოზიციით დაქვეითდა.

საქართველო, პაკისტანთან, ფილიპინებთან და ნეპალთან ერთად იმ ქვეყნების ჯგუფში მოხვდა, სადაც ვითარება სწრაფად ან ყველაზე მეტად გაუარესდა.  

 

მსგავსი სიახლეები