დემოკრატიის ინდექსის გაუარსებაში "ოცნება" საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს

21.04.26 12:14
დემოკრატიის ინდექსის გაუარსებაში "ოცნება" საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს

ქვეყანაში დემოკრატიის ინდექსის გაუარსებაში "ქართული ოცნება" საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს. "ოცნების" წარმომადგენლების მტკიცებით, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ დევნას არ უკავშირდება და მხოლოდ სამართლებრივ საფუძველს ეფუძნება.

თენგიზ შარმანაშვილის თქმით, დაკავებულმა პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა "ხელი თვითდაპატიმრებებს" მიჰყეს. 

ოპოზიციის სამართლებრივი დევნა თუ მიმდინარეობს ისე, რომ ვინმეს არ ჩაუდენია სისსხლის სამართლის დანაშაული, ეს გასაგებია, მაგრამ შენ თუ სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენ, მაშინ აქ დევნაზე არ არის ლაპარაკი. ის სისხლის სამართლებრივი დევნაა და არა პოლიტიკური ოპოზიციის დევნა. ამიტომ მოვუწოდებდით ჩვენ ჩენს ოპონენტებს, მოდი, რბილად ვიტყვი, თორემ ისე, მკვდრად შობილ ამ ქუჩის ოპოზიციას, რომ მოექეცით სამართლებრივ ჩარჩოებში და იქ, სადაც დამნაშავეებიც კი იყვნენ, იქაც კი სთავაზობდა ჩვენი სამართლებრივი სისტემა, რომ შეიტანე გირაო და გამოგიშვებ - არა, არ შვეიტან. ამ ხალხის უმეტესობამ თითდაპატიმრებას მიჰყო ხელი, - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი. 

ცნობილი ბრიტანული მედია ჯგუფის, ეკონომისტის ანალიტიკური დანაყოფი, 2025 წლის დემოკრატიის ინდექსს აქვეყნებს.

საქართველოს პოზიციები გავლენიანი ორგანიზაციის რეიტინგში გაუარესებულია. წინა წელთა შედარებით ქვეყანა ერთდროულად ხუთი პოზიციით დაქვეითდა.

საქართველო, პაკისტანთან, ფილიპინებთან და ნეპალთან ერთად იმ ქვეყნების ჯგუფში მოხვდა, სადაც ვითარება სწრაფად ან ყველაზე მეტად გაუარესდა.  

 

მსგავსი სიახლეები