სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" 14 წელს აფასებს

21.04.26 12:50
სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" 14 წელს აფასებს

 "ეს ოცნება ოცნებისტების აღარაა და მედროვეების და ძალაუფლების მტაცებლების თუ მონების კოშმარი გახდა"- ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდებტი "ქართული ოცნების" მმართველობას. 

"14 წელი! კანონზომიერებას უკვე გადაცდა!"- წერს ზურაბიშვილი. 

"14 წელი! კანონზომიერებას უკვე გადაცდა ! ეს ოცნება ოცნებისტების აღარაა და მედროვეების და ძალაუფლების მტაცებლების თუ მონების კოშმარი გახდა !
მაგრამ ეს ნაწილობრივ ჩვენი ბრალიცაა, ზედმეტი შეგუების, ზედმეტი იმედის ნაკლებობის, ჩვენ თავში ნაკლებად დაჯერების და ქვეყნის ყველაფრის ზემოდ ვერ თუ არ დაყენების.
ერთად გამოვასწორებთ და ერთად შევძლებთ!" - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

დღეს პარტია "ქართული ოცნების" დაფუძნებიდან 14 წელი გავიდა. 2012 წლის 21 აპრილს, იუსტიციის სახლში ქართული ოცნება პოლიტიკურ პარტიად ოფიციალურად დარეგისტრირდა. 

მსგავსი სიახლეები