უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ გააგრძელოს გზა, რომელიც მის მოსახლეობას სურს - ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ გააგრძელოს ის გზა, რომელიც მის მოსახლეობას სურს, - ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ეს არის საქართველოსტვის დემორატიული და მშვიდობიანი გზა.
ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ გააგრძელოს ის გზა, რომელიც მის მოსახლეობას სურს. ეს არის გზა ევროპული ოჯახისკენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით იქ, მათ გვერდით, რათა დავეხმაროთ ქართველ ხალხს ამ გზის გაგრძელებაში. ეს არის დემოკრატიული, მშვიდობიანი და ევროპული გზა, - განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელებენ.
შეხვედრის დღის წესრიგის მიხედვით, მინისტრები აზრებს გაცვლიან სამხრეთ კავკასიაზე, განსაკუთრებული ყურადღება კი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს დაეთმობა, ერევანში დაგეგმილი „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტის წინ.
დისკუსიის ერთ-ერთ თემად ასევე დასახელებულია საქართველოში არსებული ვითარება.