მედია: სულხან თამაზაშვილი თანამდებობას ტოვებს

21.04.26 17:08
მედია: სულხან თამაზაშვილი თანამდებობას ტოვებს

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, სულხან თამაზაშვილი თანამდებობას ტოვებს. გამოცემა წერს, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძე დღეს, 18:00 საათზე ჩანიშნულ ბრიფინგზე სავარაუდოდ აღნიშნულ საკითხზე ისაუბრებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მოემდი თავმჯდომარის პრესსამსახურში "პირველების" აზრებს არ პასუხობენ. 

შეგახსენებთ, მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე რამდენიმე დღის წინ "პირველებმა" გაავრცელა ინფორმაცია. წყარო TV პირველს უყვებოდა, რომ უახლოეს დღეებში, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს გელა გელაძეზე დატოვებს.  ერთ-ერთი ვერსიით, "ქართული ოცნება"  გელაძის თავდაცვის სამინისტროში გადაყვანას განიხილავს.

რაც შეეხება თავდაცვის მოქმედ მინისტრს, წყაროს ცნობით, ირაკლი ჩიქოვანს კი დიპლომატიურ მისიაში უშვებენ. 

ერთ-ეთმა რეგიონალური მედიამ დღეს დაწერა, რომ შს სამინისტროს, სავარაუდოდ სულხან თამაზაშვილს ჩააბარებენ. [ეს პოსტი FACEBOOK-ის გვერდზე უკვე აღარ იძებნება]. 

რა თქვეს შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე "ქართულ ოცნებაში"?

დეპუტატი ირაკლი ზარქუა "პირველების" კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ სამთავრობო ცვლილებებზე ინფორმირებული არ არის. 

ამ თემასზე [სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით] ოთხი თვის წინ მკითხვეთ, მერე ორი თვის წინ მკითხვეთ, ახლაც მეკითხვებით. ჩემი პასუხი იგივეა - მე რა ინფორმაციაც მაქვს, არ იგეგმება. მაშინაც ეს გითხარით. არ იგეგმება, არ ვარ ინფორმირებული. თუ რამე მოხდება, თქვენთან ერთად დავდგები და კომენტარს გავეკეთებ, მაგრამ არ გვაქვს ინფორმაცია. [არ იგეგმება თუ არ ხართ ინფორმირებული? -ჟურნალისტი] თუ ეს პასუხი მოგწონთ, არ იგეგმება! მაშინაც იგივე პასუხი გაგეცით და ახლაც იმავეს გეტყვით: ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია და არც მოლოდინი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში რამე იგეგმება. თუ რამე მოხდა თქვენც გაიგებთ, მეც გავიგებ და ამის შემდეგ დავსხდეთ და კომენტარები გავაკეთოთ"- აღნიშნა ზარქუამ.