"პირველების" ინფორმაციით, აჭარის მთავრობის მეთაურს დღეს დაასახელებენ - კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილი წარადგენს

23.04.26 11:43
"პირველების" ინფორმაციით, აჭარის მთავრობის მეთაურს დღეს დაასახელებენ - კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილი წარადგენს

"პირველების" ინფორმაციით, აჭარის მთავრობის მეთაურს დღეს დაასახელებენ - როგორც წყარო "თვ პირველს" ეუბნება, კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილი წარადგენს.

"პირველების" ინფორმაციითვე, კანდიდატზე გადაწყვეტილება გუშინ მიიღეს.

სულხან თამაზაშვილის ძალოვან უწყებაში დაბრუნების შემდეგ, ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, ვინ დაიკავებს რეგიონული ხელისუფლების ხელმძღვანელის თანამდებობას.

თუმცა, „პირველების“ ინფორმაციით, ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად განიხილება ზურაბ პატარაძე, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის პოსტს იკავებს. პატარაძე აჭარის მთავრობას უკვე ხელმძღვანელობდა 2016 წელს.

არსებული ინფორმაციით, იგი ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილითან ერთად გამოჩნდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევი შეხვედრის დროს.

პატარიძესთან ერთად, "პირველების" ინფორმაციით, ამ პოსტზე კიდევ რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. საუბარია "ხალხის ძალის" დეპუტატზე, ზაალ მიქელაძეზე. ის წლების განმავლობაში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი იყო.