"ოცნებაში" საქართველოს OGP-დან გარიცხვაზე კომენტარი გაკეთდა

23.04.26 16:11
"ოცნებაში" საქართველოს OGP-დან გარიცხვაზე კომენტარი გაკეთდა

"ქართული ოცნების" წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, საქართველო "ღია მმართველობის პარტნიორობიდან" (OGP) იმიტომ გარიცხეს, რომ ივანიშვილის გუნდმა გამჭვირვალობის კანონი მიიღო. 

წილოსანის თქმით, "ამ ორგანიზაციის დაფუძნების მიზნები და ზოგადად შინაარსი არის კითხვის ნიშნის ქვეშ".

როგორც ჩანს, "ღია მმართველობამ" გადაწყვიტა, რომ ღიაობაზე თქვას უარი, რადგან საქართველო გარიცხეს იმიტომ, რომ მივიღეთ ღიაობის და გამჭვირვალობის კანონი. ამიტომ, როდესაც უწყება, ორგანიზაცია საკუთარ შინაარსზე ამბობს უარს, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში არა საქართველოს აქვს დასაფიქრებელი რა ხდება არასწორად, არამედ თავად ამ ორგანიზაციის დაფუძნების მიზნები და ზოგადად შინაარსი არის კითხვის ნიშნის ქვეშ," - ამბობს ნინო წილოსანი. 

ცნობისთვის, "ღია მმართველობის პარტნიორობამ" (OGP) საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობა სამუდამოდ შეაჩერა

განცხადების მიხედვით, პარტნიორობის შეწყვეტა "ქართული ოცნების" პოლიტიკას მოჰყვა. 

ეს გადაწყვეტილება მოჰყვა განხილვის პროცესს, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც სამეთვალყურეო კომიტეტმა დროებით შეაჩერა საქართველოს მონაწილეობა და მოუწოდა მთავრობას, მიეღო კორექტირების ზომები სამოქალაქო სივრცესთან, გამოხატვის თავისუფლებასთან და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული შეშფოთების მოსაგვარებლად," - წერია OGP-ის განცხადებაში.