"არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ" - მიხეილ სააკაშვილი
"არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი წერს.
მისი თქმით, ის არ აპირებს, ვინმეს ზურგში დანის ჩარტყმა მოუთმინოს და არც ვიღაცის მიერ დაწესებული წესებით მოქმედებას.
არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს მეათეხარისხოვანი და სრულიად არარელევანტური საკითხია.
დღესდღეობით დიქტატორი საქართველოს ექცევა როგორც დაპყრობილ ქვეყანას, ართმევს მიწებს, ძარცვავს და ამცირებს, ამონებს ხალხს, იჭერს პატრიოტებს და ამ დამპყრობელთან სასტიკ და უკომპრომისო ბრძოლაში აღარ ვაპირებ ვინმეს ენა მოვუჩლიქო და თავზე დაუმსახურებლად ხელი გადავუსვა.
არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ. არც იმას ვაპირებ, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო.
ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ ამას," - წერს მიხეილ სააკაშვილი.
რა თქვა TV პირველთან ზურა ჯაფარიძემ?
გუშინ, 22 თებერვალს, "გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ "როგორც ჩანს, ენმ-ს ალიანსიდან გასვლაზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს".
ბოლო სტატუსები და კომენტარები რაც წავიკითხე, არამხოლოდ მიშასი, არამედ ენმ-ს რამდენიმე სხვა ლიდერისაც, ჩემი განცდაა, რომ როგორც ჩანს, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, რომ გასვლას აპირებენ ალიანსიდან, დანარჩენი ყველაფერი ჩემი აზრით, ხმაურია.
არ მგონია, რომ სწორი ნაბიჯი იყოს, არც ის მგონია სწორი, რაც ახლა ხდება, მათ შორის ის კომენტარები და ტექსტები, რაც წავიკითხე. თუმცა მეორე მხარესაც, რომ თითქოს ეს კიდევ უფრო დააზიანებს პროცესს და ხალხი ნიჰილიზმში ჩავარდება, ესა და ისა, მაგისაც არ მჯერა [...]
სამწუხარო ნაბიჯი იქნება თუ ეს მოხდება, ეჭვი არ მეპარება, თუ გესმის, რა რეალობაში ვართ, რომ აქედან გამოსავალი მარტო ძალების გაერთიანებაშია". - თქვა ჯაფარიძემ TV პირველის ეთერში.
როგორია თინა ბოკუჩავას პოზიცია?
"ენმ ვერასდროს იქნება ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს ან ასხივებს" - თქვა "ნაციონალური მოძროაბის თავმჯდომარემ, TV პირველის ეთერში და განმარტა: "როგორც შესვლასთან დაკავშირებით მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, ისე გამოსვალსთან დაკავშირებით მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას, თუ აქამდე მივიდა საქმე".
"ჩვენი ამოცანა და არამხოლოდ ჩვენი, ალიანსის ამოცანაც და იმ გადაწყვეტილების, რომელიც ბუნებრივია პრეზიდენტი სააკაშვილის არამხოლოდ ჩართულობით, არამედ ინიციატივით მივიღეთ, პოლიტიკური საბჭოს ჩართულობით, რა თქმა უნდა, მეც ვმონაწილეობდი ამ გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ ეს იყო მთლიანად პარტიის მათ შორის, დამფუძნებელი თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ენმ, გავმხდარიყავით ოპოზიციის ალიანსის წევრი. [...]
სწორედ კონსოლიდაციისთვის, გალვანიზაციისთვის და გამარჯვების რწმენის გაჩენისთვის შევედით ოპოზიციის ალიანსში, რომ მეტი ძალა გამოასხივოს დემოკრატიულმა ოპოზიციურმა სპექტრმა და თუ კონსოლიდაციას და გალვანიზაციას კი არ იწვევს, პირიქით ფრაგმენტაციას, ურთიერთდაპირისპირებად და საქართველოს მოქალაქეებოს კიდევ უფრო განზიდვას იწვევს ნებისმიერი ფორმაცია და პროცესი, მაშინ ის კონტრპროდუქტიულია. მაშინ ჩვენ როგორც შესვლასთან დაკავშირებით მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, ისე გამოსვალსთან დაკავშირებით მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას, თუ აქამდე მივიდა საქმე" - თქვა ბოკურჩავამ.
რა მოხდა 18 აპრილს მიხეილ სააკაშვილის გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ?
"2024 წელს ერთმა არცთუ უნიჭო და ენერგიულმა პოლიტიკოსმა, რომელიც სულ ცდილობდა ახალი მიშა გამხდარიყო, ოღონდ მიშას დაგმობის ხარჯზე, ძალიან ბევრი იარა რეგიონებში ამ ლოზუნგით და თითქმის ვერაფერს ვერ მიაღწია და ეს უნდა იყოს გაკვეთილი" - დაწერა სააკაშვილმა.
განცხადებიდან ორ დღეში, 20 აპრილს ოპოზიციის ალიანსის სახელით გაცრცელდა განცხადება, სადაც ეწერა რომ "არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად".