საქართველო ცივილიზებული სამყაროს კიდევ ერთ ოჯახს გამოერიცხა - მიზეზი ქვეყანაში არსებული ვითარებაა

23.04.26 21:29
საქართველო ცივილიზებული სამყაროს კიდევ ერთ ოჯახს გამოერიცხა  - მიზეზი ქვეყანაში არსებული ვითარებაა

საქართველო ცივილიზებული სამყაროს კიდევ ერთ ოჯახს გამოერიცხა - ქვეყანა OGP-დან გარიცხეს, გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუცია წლების განმავლობში ზრუნავდა, რომ საქართველოში მართვა ყოფილიყო გამჭვირვალე. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ OGP-დან გარიცხვა უკიდურესი ზომაა და ეს კარგად აჩვენებს, რომ ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის  მმართველობის პირობებში უკან და უკან მიდის.

რატომ გარიცხეს საქართველო OGP-დან, ეს თავად ამ ორგანიზაციის განცხადებაშია ახსნილი. განცხადების მიხედვით, პარტნიორობის შეწყვეტა "ქართული ოცნების" პოლიტიკას მოჰყვა. 

რა არის OGP? ეს გაერთიანება 2011 წელს ამერიკის შეერთებული  შტატების ინიციტივით შეიქმნა და  76 ქვეყანა გაწევრიანდა, ყველამ მათ შორის საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ ქვეყანა ხალხთან ერთად მართოს,  ჰკითხოს აზრი სხვას და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები რომელიც არა ერთი კაცის ხასიათზე არამედ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე იქნება მორგებული. იმის გამო რაც ამ კრიტერიუმებს ქართული ოცნება აღარ აკმაყოფილებს ქვეყანა ოჯიპიდან გარიცხეს. 

გარიცხვამდე იყო წარმატებაც -  საქართველო არა მხოლოდ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გვერდით იყო ღია მმართველობის ჯგუფში არამედ, 2017 წელს ჯერ OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

საქართველო OGP გარიცხეს - გუგა არჩვაძე თემის დეტალებით