დაიბარებენ თუ არა EU-ს ელჩს საგარეოში - "ოცნება" დიპლომატიურ დემარშს ითხოვს

23.04.26 20:39
დაიბარებენ თუ არა EU-ს ელჩს საგარეოში - "ოცნება" დიპლომატიურ დემარშს ითხოვს

დილა "ქართული ოცნებისთვის" ევროკავშირის ელჩზე შეტევით დაიწყო - პოლიტიკური ცეცხლი პირველმა  კახა კალაძემ გახსნა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალება მისცა - დიპლომატი ახსნა-განმარტებისთვის გამოიძახონ.

კალაძის მოთხოვნა მალევე კკობახიძემაც გაამყარა. "ქართული ოცნება" დიპლომატიურ დემარშს ითხოვს -  საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ჯერ დუმს. ჩვენი ინფორმაციით პაველ ჰერჩისკი საქართველოში ხვალ ჩამოვა და მისი დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი, მიმართავს თუ არა დიპლომატიური პროტესტის მძიმე ფორმას მაკა ბოჭორიშვილის უწყება. მანამდე კი საქართველოში მომავალ დიპლომატს თბილისში ლანძღვის კასკადს ახვედრებენ.

ჰერჩინსკის საგარეოში დაიბარებენ?  - თათია წოწონავა დეტალებით

დიპლომატზე თავდასხმას არც საპარლამენტო გუნდი ჩამორჩა. შეტევის ავანგარდში შალვა პაპუაშვილი იყო.  

რა თქვა პაველ ჰერჩინსკიმ - დიპლომატი ბრიუსელში საქართველოს შესახებ ფოტო გამოფენას დაესწრო სადაც ქართული ოცნების არჩეულ პოლიტიკაზე ილაპარაკა. ელჩმა ქვეყანაში მოვლენების განვითარების 2 შესაძლო სცენარი დაინახა.