ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

23.04.26 20:14
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჯარის ძარცვის საქმე - თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლიანი პატიმობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქ სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექს მაღალჩინოსანს ჩამოერთვა: 

  • ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი;
  • დაბა წყნეთში მდებარე სახლი;
  • ატოსადგომი.

როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპოდენტი იტყობინება, ბურჭულაძეს 2 წლის ვადით აკერძალა თამანდებობის დაკავება.

ამასთან თავდაცვის ყოფილი მინისტრთან ერთად მოსამართლემ დამნაშავედ ცნო თავდაცვის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა და ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ მხეიძე და ასევე თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფოლი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური.

  • ირაკლი ხუსკივაძემ გიორგი ხაინდრავას 8 წლით თავიუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. რაც შეეხება ვასილ მხეიძეს - მასაც 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცდა შემდეგი პირობით: 4 წელი პირობითი მსჯავრი, 10 000-ლარიანი ჯარიმა და 1 წლით თანამდებობის დაკვების აკრძალვა.

შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს. ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.