ახალგაზრდა კაცი ასე რამ უნდა გამოათაყვანოს, რომ გენერალ-მაიორობა მიანიჭებინოს - კუკავამ მდინარაძე ბრეჟნევს შეადარა

23.04.26 21:20
ახალგაზრდა კაცი ასე რამ უნდა გამოათაყვანოს, რომ გენერალ-მაიორობა მიანიჭებინოს - კუკავამ მდინარაძე ბრეჟნევს შეადარა

 

 

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი, კახა კუკავა  მამუკა მდინარაძისთვის გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებას ტრაგიკ-კომედიას უწოდებს და ამბობს, რომ ეს ისეთი ამბავია, სასასცილო უფროა თუ სატირალი, ჯერ კიდევ ვერ ხვდება.

კუკავა მდინარაძის საქციელსა ბრეჟენვის საქციელს შორის პარალელს ავლებს და აცხადებს, რომ ბრეჟნევს ეს 80 წლის შემდეგ დაეწყო, ხოლო მდინარაძე ამ ასაკში რამ “გამოათაყვანა“ ვერ ხვდება.

პოლიტიკოსის თქმით, ჯერ კიდევ გასარკვევია სად იქნება მდინარაძის კაბინეტი, კობახიძის გვერდით თუ ღარიბაშვილის.

გენერალ-მაიორი მდინარაძე ისეთი ამბავია, სასაცილო უფრო თუ სატირალი, არ ვიცი. მახსენდება ბრეჟნევი - დასაცინი გახდა ეს ადამიანი, როდესაც 80 წელს იყო გადაცულებული, მარაზმში იყო და ასაკი თავისას უშვება. ახალგაზრდა კაცი ასე რამ უნდა გამოათაყვანოს, რომ გენერალ-მაიორობა მიანიჭებინოს, თან უშიშროების. უშიშროების გენერალ- მაიორი, ვიდრე მდინარაძე გახდებოდა, იყო ალექსი ინაური, ლეგენდარული, რომელიც მასშტაბურ სპეცოპერაციებს ხელმძღვანელობდა. მდინარაძის ერთადერთი ოპერაცია კი ისაა, რომ ელისაშვილი დააკავა. ეს კომედია მარტო მდინარაძეს რომ ეხებოდეს, არ იქნებოდა ტრაგედია, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტები - რაც არის გენერალი მდინარაძე ის არის პარლამენტიც, მთავრობაც და თვითმმართველობაც. რაც შეეხება კაბინეტს - კობახიძის გვერდზე უმზადებენ თუ ღარიბაშვილის, ამას უახლოეს დღეებში ვნახავთ, - განაცხადა კუკავამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროს მამუკა მდინარაძეს თანამდებობიდან გაშვების წინა დღეს ირაკლი კობახიძემ გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა. ეს მდინარაძის მე-6 წოდებაა ბოლო 7 თვის განმავლობაში. 

21 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ მამუკა მდინარაძეს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა (გეკა) გელაძე შეცვლის. თავად მდინარაძე კი ახალი სამინისტროს „სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ინიშნება.  მას ამავდროულად ექნება ვიცე-პრემიერის თანამდებობაც.

 

გელაძე სუსის უფროსად, თამაზაშვილი შს მინისტრად, მდინარაძე ვიცე-პრემიერად ინიშნებიან - სამთავრობო ცვლილებები