"ბრიტანეთის ელჩთან წარმატებული შეხვედრა გვქონდა" - ნიკა გვარამია

24.04.26 13:55
"ბრიტანეთის ელჩთან წარმატებული შეხვედრა გვქონდა" - ნიკა გვარამია

ოპოზიციური ალიანსის დიდი ბროტანეთის ელჩთან შეხვედრას "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია "წამატებულად" აფასებს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "მერიოტში" დახურული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გვარამიას თქმით, შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებასა და სანქციების პოლიტიკის გაგრძელების აუცილებლობაზე. მისი განმარტებით, დიდი ბრიტანეთის მიერ უკვე დაწესებული სანქციები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი აღმოჩნდა, რის გამოც მათი გაფართოება ოპოზიციისთვის პრიორიტეტულია.

ჩვენ შევხვდით საერთაშორისო წარმომადგენელს, ამიტომ, ბუნებრივია, რომ  განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდი ბრიტანეთი იმ თვალსაზრისით, რომ მისი სანქციები ყველაზე ქმედითი გამოდგა და შესაბამისად, ამის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ ალიანსს ნათქვამი აქვს: "შიგნით აქცია, გარეთ სანქცია" და ასევე ალტერნატივის შეთავაზება. მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც დღევანდელი შეხვედრა იყო წარმატებული. დიახ, ჩვენ ვართ ალტერნატივა, - ამბობს გვარამია. 

მსგავსი სიახლეები