"ოცნების" კანონის ეფექტი — ბიზნესი საჯარო პოზიციონირებას თავს არიდებს
"ოცნების" ახალი კანონის ეფექტი უკვე თვალსაჩინოა — ბიზნესის ნაწილი საჯარო სივრცეში აქტიურობას ამცირებს. „ექსპო ჯორჯიას“ დირექტორი, რესან ქიქავა, ამ თემაზე პირველად საუბრობს. ის, რომელიც მანამდე ივანიშვილი გუნდის პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდა და საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობდა, ახლა აცხადებს, რომ იძულებულია, საჯარო პოზიციონირებისგან თავი შეიკავოს.
ქიქავა სოციალურ ქსელში წერს, რომ აღნიშნული ცვლილება უკავშირდება ე.წ. გრანტების შესახებ კანონს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბიზნესთან მიმართებით დაახლოებით თვენახევრის წინ მიიღო. მისი შეფასებით, სწორედ ამ რეგულაციამ შექმნა გარემო, სადაც ბიზნესისთვის საჯარო აქტიურობა რისკებთან არის დაკავშირებული.
"ოცნებაში" ქიქავას განცხადებებს კრიტიკულად გამოეხმაურნენ. დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა ბიზნესმენს მიანიშნა შესაძლო პასუხისმგებლობაზე იმ შემთხვევაში, თუ ის თავისი კომპანიის სახელით ხელისუფლებას დაუპირისპირდება.
კანონის შინაარსსა და შესაძლო შედეგებზე ვრცელი სამართლებრივი შეფასება მოამზადა თბილისის ყოფილმა პროკურორმა და სააპელაციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, მაია მწარიაშვილმა. მისი შეფასებით, მიღებული რეგულაცია ანტიკონსტიტუციურია და წარმოადგენს ბიზნესსაქმიანობაში უხეშ, რეპრესიულ ჩარევას.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.