"ოცნების" მხილების საათი განსასჯელის სკამიდან - რა თქვა ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე
ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დღევანდელი განცხადება „ქართული ოცნების“ შიდა ცვლილებების შეფასებით დაიწყო. ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მამუკა მდინარაძემ "ოცნების" გუნდის ლიდერის დავალება ვერ შეასრულა, რის გამოც, მისი თქმით, გავლენიანი პოზიცია დატოვა.
ვრცელ კომენტარში ხაბეიშვილი ფინანსურ საკითხებსაც შეეხო. მისი განცხადებით, მდინარაძემ ვერ შეძლო იმ მოცულობის თანხების მობილიზება, რასაც, ხაბეიშვილის თქმით, "ოცნების" ხელმძღვანელობას ჰპირდებოდა.
პოლიტიკოსის შეფასებით, მიმდინარე პროცესები ციხიდან განსხვავებულად ჩანს და ოპოზიციის ნაბიჯებიც სხვა კუთხით ფასდება. ხაბეიშვილი კრიტიკულად გამოეხმაურა ოპოზიციურ ალიანსსაც.
მისი თქმით, გაუგებარია ის „იერიში“, რომელიც, მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ხაბეიშვილი კითხულობს, რატომ არ არის პროდასავლური ოპოზიცია აქტიური მოსახლეობასთან შეხვედრებში და რატომ არ საუბრობს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან ყოველდღიურ პრობლემებზე.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.