ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება — პარტიები საჯარო პოლემიკის რეჟიმში რჩებიან

24.04.26 20:20
ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება — პარტიები საჯარო პოლემიკის რეჟიმში რჩებიან

ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება სრულად ამ დრომდე არ ამოწურულა. პოლიტიკოსები სოციალურ ქსელებსა და სატელევიზიო კომენტარებში ერთმანეთის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს აგრძელებენ და ურთიერთობას საჯარო პოლემიკის რეჟიმში მართავენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის დატოვებას არ აპირებს, თუმცა მისი ლიდერები პარტნიორ პარტიებს მოუწოდებენ, გაითვალისწინონ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ფიგურა.

დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ოპოზიციის მუშაობა გააკრიტიკა. ალიანსის ნაწილმა ეს განცხადება უფრო ფართოდ განმარტა და მასში საკუთარი თავის ლიდერად წარმოჩენისა და ნიკა მელიას დისკრედიტაციის მცდელობა დაინახა.

მიხეილ სააკაშვილმა მოგვიანებით კიდევ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ალიანსში შემავალ პოლიტიკოსებს ინდივიდუალურადაც მიმართა. მან აღნიშნა, რომ არც დემარშს აპირებს და არც საკუთარი პოზიციის გამოხატვას შეზღუდავს.

ბოლო განცხადებაში სააკაშვილი წერს, რომ პრობლემა არა მასში, არამედ სხვა პოლიტიკოსებშია, რომლებმაც, მისი შეფასებით, ლიდერობა ვერ შეძლეს. საპასუხოდ, ალიანსის წევრები აღნიშნავენ, რომ გაერთიანება თანაბარწონიანი პარტიების პრინციპზეა დაფუძნებული.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.