ლევან სამუშია საკადრო ცვლილებებზე: შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება
"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, ლევან სამუშიამ "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება".
მისი თქმით, არაფერი შეცვლილა ირაკლი ღარიბაშვილის წასვლით, შემდეგ პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნითა და საპყრობილეში ყოფნით.
შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მოდი ვთქვათ, თქვენ გემახსოვრებათ მადლობებს, რომ უხდიდნენ და ტაშისმკვრელებს ახვედრებდნენ ღარიბაშვილს და უძლეველი იყო "ქართული ოცნების" წარმოდგენით ღარიბაშვილი, მისი წასვლით, მერე შემდგომ პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნითა და ახლა სადაც არის იქ, საპყრობილეში ყოფნით, არაფერი არ შეცვლილა. რატომ ვლაპარაკობ - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.
ჩვენი მთავარი პრობლემა რაც არის, ანუ ქვეყნის მთავარი პრობლემა რაც არის იმაზე უნდა ვფოკუსირდეთ, მე ამას ასე ვუყურებ. პრობლემა არის სისტემა, სისტემა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ერეკება პირდაპირ ქვეყნიდან, სისტემა, რომელიც საქართველოში საქართველოს მოქალაქეებს არ აჩერებს..." - განაცხადა ლევან სამუშიამ.
21 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მამუკა მდინარაძეს სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი გელა (გეკა) გელაძე შეცვლის. თავად მდინარაძე კი ახალი სამინისტროს „სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ინიშნება. მას ამავდროულად ექნება ვიცე-პრემიერის თანამდებობაც.