ახლა, ფოტოს ატვირთვა თუ განსაზღვრავს რა პოლიტიკას გავატარებთ ხვალ, არ ვიცი... - "ოცნების" წევრი
"ოცნების" წევრის მიერ ევროკავშირის ელჩზე თავდასხმა გრძელდება - დღეს ირაკლი ჭეიშვილმა სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ პაველ ჰერჩინსკი დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩად არის წარმოდგენილი.
ჟურნალისტებმა ივანიშვილის გუნდის წევრს კითხვა დაუსვეს ასევე მაკა ბოჭორიშვილის ევროკომისარ მარტა კოსთან გადაღებულ ფოტოზეც (დელფოსის ფორუმზე), რაზე საპასუხოდაც, ჭეიშვილმა თქვა: "ახლა, ფოტოს ატვირთვა თუ განსაზღვრავს რა პოლიტიკას გავატარებთ ხვალ, არ ვიცი..."
ევროკავშირის ელჩი იქნება თუ მარტა კოსი იქნება, ისინი არიან უფლებამოსილი პირები და ახლა, ფოტოს ატვირთვა თუ განსაზღვრავს რა პოლიტიკას გავატარებთ ხვალ, რავიცი ახლა... რა გამოდის, მარტა კოსი თუ სიძულვილის ენით საუბრობს, მასთან შეხვედრა არ გავმართოთ? ან ევროკავშირის ელჩს რომ დავიბარებთ საგარეო საქმეთა სამინისტროში, პირობითად ვამბობ, ეს არ აღიბეჭდოს ტელევიზიებით და ფოტოებით?
აი მაგალითად, ევროკავშირის ელჩს იბარებს საგარეო საქმეტა მინისტრი და უსვამს კონკრეტულ კითხვას, რა გამოდის, ეს არ გავაშუქოთ? იმას ხომ კონკრეტული სტატუსი, შესაბამისად სტატუსს ვცემთ დღეს პატივს. სამწუხაროდ, ამ ადამიანს დღეს ევროკავშირის ელჩი ჰქვია, რომელიც წლების განმავლობაში სიძულვილის ენას თესავს და არეულობსი ემტი არაფერი არ მოუტანია", - ამბობს ირაკლი ჭეიშვილი.
პაველ ჰერჩინსკის საგარეო საქმეთა სამინისტროში მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო იბარებენ:
რა თქვა ევროკავშირის ელჩმა:
პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ "საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება".
"საქართველო გზაგასაყარზე დგას. ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება" - თქვა ჰერჩნსკიმ.
- ამის შემდეგ ჰერჩინსკი საგარეოში დაბარება ჯერ კახა კალაძემ მოითხოვა, შემდეგ ირაკლი კობახიძემ. გუშინ კი "ოცნების" დეპუტატებმა იგივე მოთხოვნა წამოაყენეს. გუშინ კი მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ ელჩის საგარეოში დაიბარებს.