პროცენტიანი სესხები საქველმოქმედო ფონდიდან - ჟურნალისტური გამოძიება

25.04.26 21:45
პროცენტიანი სესხები საქველმოქმედო ფონდიდან - ჟურნალისტური გამოძიება

ვის შეაქვს "ქართუ ფონდში" ფული და რას ხმარდება შეგროვილი თანხა? - 2 თვიანი მსჯელობის შემდეგ, საქველმოქმედო "ფონდ ქართუში" "შაბათის ეთერს" უთხრეს, რომ TV პირველისთვის არც შემომწირველების შესახებ აპირებენ ინფორმაციის მოწოდებას და არც დახარჯული ფულის მიზნობრიობის თაობაზე. 

"ნოდარ მელაძის შაბათის" გუნდმა იგივე კითხვით ფინანსთა სამინისტროს ჯერ კიდევ 24 თებერვალს მიმართა, თუმცა პასუხი რედაქციას ამ დრომდე არ მიუღია. 

შემოსავლების სამსახურის უფროს "შაბათის ეთერმა" [დაჩი ბერაიას შემოსავლების სამსახურიდან აუდიტში გადასვლის შესახებ ცნობა დღეს 25 აპრილს გავრცელდა] მხოლოდ მას შემდეგ მიაკითხა, რაც გამომძიებელი ჟურნალისტების გუნდმა პასუხების მისაღებად,  საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის, კანონით გათვალისწინებულ ყველა წესს მიმართა:

როგორ ირღვევა კანონი?

  • ფონდი "ქართუ" ბოლო 5 წელია, დეტალური დოკუმენტებს არ აქვეყნებს. არსებული კანონმდებლობის თანახმად კი, საქველმოქმედო ფონდი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს, ყოველი წლის 1 აპრილამდე წარუდგინოს ინფორმაცია, მიღებული შემოსავლების, წყაროებისა და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის მითითებით. რეპორტაჟის მომზადებისას შემოსავლების სამსახურს "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი დაჩი ბერაია ხელმძღვანელობდა. [ბერაია 2001-2004 წლებში მუშაობდა სს „გაერთიანებული ქართული ბანკში“ სხვადასხვა პოზიციაზე] მისი მოვალეობა ბევრ სხვა საქმესთან ერთად,  "ქართუ ფონდის" ანგარიშების მონიტორინგიცაა, თუმცა ფონდისთვის, რომელიც კანონს უკვე 5 წელია არღვევს, პასუხი არავის მოუთხოვია, კითხვაბს არ პასუხობს თავად დაჩი ბერაიაც. 

ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდი პროცენტიან სესხებს გასცემს?!

  • მკვლევარებმა დაადგინეს, რომ საკუთარ წამგებიან ბიზნესს ივანიშვილმა, საქველმოქმედო ფონდიდან ნახევარი მილიარდი მისცა, ქველმოქმედებისთვის კი 2 წელიწადში მხოლოდ 15 მილიონამდე დახარჯა - 2023 წელს 9 723000 და 2024-ში 5 მილიონზე ცოტა მეტი. არსად წერია, კონკრეტულად, რას მოხმარდა ეს ფული. 

კორუფციის მკვლევარებმა თანაინვესტირების ფონდის ანგარიშების გაცნობის შემდეგ აღმოაჩინეს ჩანაწერი, რომელიც მათი თქმით, ადასტურებს, რომ სესხს "ქართუ ბანკიდან" კი არა, საქველმოქმედო ფონდ "ქართუდან" იღებენ. 

  • წესდების თანახმად, ივანიშივლის დაფუძნებული ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ქვეყანაში კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და რეგიონალურ განვითარებას, თუმცა მკვლევარების თქმით, მილიარდერის ფონდმა სესხების გაცემაც დაიწყო, თანაც საკუთარი თავისთვის. მაგალითად, იაფი კრედიტი, საქველმოქმედო ფონდიდან ივანიშვილის სასტუმროების მმართველ კომპანიაზე გასცეს, თანაც საბაზროზე ბევრად იაფად, წლიურ 7%-ად.

კიდევ ვის მისცეს კრედიტი და რას ამბობენ სესხის მიმღები ბიზნესმენები - ვრცლად ნახეთ მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტურ გამოძიებაში 

მსგავსი სიახლეები