რეჟიმს არ აქვს უნარი, თუნდაც ნახევარი ნაბიჯი უკან გადადგას, რომ საზოგადოების ნაწილი შემოირიგოს - სალომე ზურაბიშვილი

25.04.26 21:10
რეჟიმს არ აქვს უნარი, თუნდაც ნახევარი ნაბიჯი უკან გადადგას, რომ საზოგადოების ნაწილი შემოირიგოს - სალომე ზურაბიშვილი

ამ რეჟიმს არ აქვს იმის უნარი, თუნდაც ნახევარი ნაბიჯი უკან გადადგას, იმისთვის რომ საზოგადოების ნაწილი შემოირიგოს - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დედაქალაქში მიმდინარე შაბათის ტრადიციულ მარშზე განაცხადა.

მისი თქმით, "რჟიმი დასრულებასთან ძალიან ახლოს არის". 

ყველა მარში სინდისის პატიმრების თავისუფლების მოთოვნისაა - ეს არის ჩვენი პირველი მოთხოვნა. არავის ავიწყდება, რომ ეს მოთხოვნა დგას როგორც პირველი პრიორიტეტი და ასე დარჩება იამდე, სანამ სინდისის პატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებულები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეჟიმი ისეთ დღეშია, რომ ვერ ელევა ვერცერთს. ანდროს და სხვა ბიჭების სააპელაციო სასამართლოში გამართული პროცესები რომ ავიღოთ 18 თვე უკვე არიან ციხეში და გადაწყვეტილება, რომ უკვე გაეთავისუფლებინათ, ძალიან მარტივი იქნებოდა - ეს გადაწყვეტილებაც ვერ მიიღეს. ბოლოს, მწერალი, ზვიად რატიანი დასაჯონ კიდევ უფრო დასაჯეს გაურკვეველი მიზეზის გამო. ახალგაზრდა ბავშვს - საბა ჯიქიას მიუსაჯეს 4,5 წელიწადი. აქაც არაფრის გამო და არავინ იცის რატომ. ეს ყველაფერი იმ სისუსტის და შიშის ნიშანია. ამ რეჟიმს არ აქვს იმის უნარი,  თუნდაც ნახევარი ნაბიჯი გადადგას, იმისთვის, რომ საზოგადოების ნაწილი შეირიგოს. ეს არის ძალიან დიდი სისუსტე და ნიშანი იმის, რამდენად ახლოს არის რეჟიმი დასრულებასთან"- თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

თბილისში, ტრადიციული შაბათის მარში მიმდინარეობს - “თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის!” – სკანდირებენ დედაქალაქის ცენტრში შეკრებილები. 

აქციის მონაწილეებმა  სოლიდარობა გამოუცხადეს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს. “მიეცით ბავშვებს წამალი!” - ისმის აქციაზე. 

დღევანდელი მარში სინდისის პატიმრებს ეძღვნებათ. 

მსგავსი სიახლეები