ბოჭორიშვილი EU-ს ელჩს ახსნა-განმარტებისთვის იბარებს - შეხვედრა დღეს გაიმართება

27.04.26 11:22
ბოჭორიშვილი EU-ს ელჩს ახსნა-განმარტებისთვის იბარებს - შეხვედრა დღეს გაიმართება

ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის 12:00 საათზე ცერმონიების სასახლეში ელოდებიან - საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატი ახსნა-განმარტებისთვის ბრიუსელში გაკეთებული განცხადების გამო იბარებენ. 

მაკა ბოჭორიშვილის მინისტრობის პერიოდში ეს რიგით მეორე შემთხვევაა, როცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ EU-ს ელჩი დაიბარეს. 

ამ დროისთვის უცნობია მაკა ბიჭორიშვილი შეხვდება დიპლომატს თუ რომელიმე მისი მოადგილე. 

24 აპრილს მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის „თბილისში შეხვდებიან, როცა ის ბრიუსელიდან დაბრუნდებოდა“.

შემაშფოთებელია ევროკავშირის ბიუროკრატიის დღევანდელი დამოკიდებულება საქართველოსთან და შემაშფოთებელია მუდმივად უგულებელყოფა ქართველი ხალხის ინტერესების და არჩევანის“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში გამართულ ფოტოგამოფენაზე „საქართველო ფოკუსში“ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“.

ამ განცხადებიდან მალევე თბილისის მერმა, კახა კალაძემ პაველ ჰერჩინსკი სამოქალაქო დაპირისპირებით მუქარაში დაადანაშაულა და ტქვა, რომ ელჩი აუცილებლად უნდა დაიბარონ საგარეო საქმეთა სმინისტროში და კონკრეტული კითხვები დაუსვან. იგივე განცხადება გაიმეორა ირაკლი კობახიძემაც.

მსგავსი სიახლეები