ჰერჩინსკი ცერემონიების სასახლეში იმყოფება - ელჩს მაკა ბოჭორიშვილი ხვდება

27.04.26 12:29
ჰერჩინსკი ცერემონიების სასახლეში იმყოფება - ელჩს მაკა ბოჭორიშვილი ხვდება

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და ევროკავშირის ელჩის საქართველოში პაველ ჰერჩინს კიშეხვედრა ავლაბარში, ცერემონიების სასახლეში (ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია) მიმდინარეობს.

ჰერჩინსკის დაბარება ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე ელჩის გამოსვლას უკავშირდება, რა დროსაც მან თქვა, რომ საქართველო „სწორ ტრაექტორიაზე“ არ იმყოფება.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში გამართულ ფოტოგამოფენაზე „საქართველო ფოკუსში“ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“.

ამ განცხადებიდან მალევე თბილისის მერმა, კახა კალაძემ პაველ ჰერჩინსკი სამოქალაქო დაპირისპირებით მუქარაში დაადანაშაულა და ტქვა, რომ ელჩი აუცილებლად უნდა დაიბარონ საგარეო საქმეთა სმინისტროში და კონკრეტული კითხვები დაუსვან. იგივე განცხადება გაიმეორა ირაკლი კობახიძემაც.

მსგავსი სიახლეები