ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს
აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად დაამტკიცა.
აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, აჭარის კულტურის მინისტრი - ელისო ბოლქვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - დენის სალუქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ედნარ ნატარიძე.
ოპოზიციის წევრებმა „გახარია-საქართველოს” პარტიიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ მიიღეს.
კენჭისყრამდე ზურაბ პატარაძემ თანაგუნდელებს სამოქმედო გეგმა გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა.