ივანიშვილის მაფია მიადგა თხევადი გაზის გასამართ პუნქტებს და მასობრივად აჯარიმებენ - შალვა ნათელაშვილი

29.04.26 17:33
ივანიშვილის მაფია მიადგა თხევადი გაზის გასამართ პუნქტებს და მასობრივად აჯარიმებენ - შალვა ნათელაშვილი

"ივანიშვილის მაფია მიადგა თხევადი გაზის გასამართ პუნქტებს და მასობრივად აჯარიმებენ" - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, თხევადი გაზის გასამართ პუნქტებს იმიტომ აჯარიმებენ, რომ ბაზარზე ბენზინისა და დიზელის გასაყიდი წერტილები მხოლოდ ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს ჰქონდეთ. 

შალვა ნათელაშვილმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში გაუარესებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

მილიარდერი ტირანის ქვეყანაში, რომლის სახელწოდებაცაა საქართველო, სამწუხაროდ შიმშილი, სიღატაკე, სიძვირე გადაიქცა აუცილებელ სოციალაურ მდგომარეობად და შეიქმნა სოციალური გენოციდის არნახული სამეფო იმ დონეზე, რომ აგერ ახლა გაზაფხულია და ადმაინებს ერთი კონა მწვანილი ვერ უყიდიათ, არარ არის საუბრი ხორც-პროდუქტებზე, რომელიც უკვე დიდი ხანია დელიკატესად იქცა და გვეუბნებიან, რომ, იაფია გეჩვენებათო

სად იყო და სად არა, ბენიზ-დიზელის გაძირების ფონზე, ივანიშვილის მაფია მიადგა თხევადი გაზის გასამართ პუნქტებს, რომლებსაც მასობრივად აჯარიმებენ, აძევებენ ქალაქიდან იმისათვის, რომ ხალხი შემდგომ მიაწყდეს ივანიშვილის, მაფიოზა ფხაკაძეების, მაფიოზა ენუქიძის ბენზისა და დიზელის გასაყიდ წერტილებს და კიდევ მილიონები ამოქაჩონ გაუბედურებული ხალხისგან. მოტივი კეთილშობილურია, რომ თურმე შეიძლება აფეთქდეს ეს გაზის პუნქტები. ამ მოტივით მაშინ დენი და გაზი არ უნდა გქონდეს ადამიანს სახლში, რომ არ აფეთქდეს, მანქანაშიც არ უნდა ჩავჯდეთ, რომ ავარიაში არ მოვყვეთ და თვითმფრინავით მგზავრობაზეც კაცობრიობამ უარი უნდა თქვას", - თქვა ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები