ჯანდაცვის მინიტრმა ოპოზიციას "ავადმყოფები", "ამორალურები", "უსინდისოები" და "მატყუარები" ეძახა - რა ხდებოდა პარლამენტში

29.04.26 20:13
ჯანდაცვის მინიტრმა ოპოზიციას "ავადმყოფები", "ამორალურები", "უსინდისოები" და "მატყუარები" ეძახა - რა ხდებოდა პარლამენტში

წამლის ნაცვლად ლანძღვა - ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში იმისთვის მივიდა, რომ ოპოზიციისთვის უზნეო და ამორალური ეძახა, დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის კი კიდევ ერთხელ ეთქვა, რომ წამალი მათი შვილებისთვის არ იქნება. მედიკამენტები, რომლებსაც დასავლეთში წარმატებით იყენებენ, ქართველი ბავშვების სიცოცხლისთვის  სარისკო ყოფილა - ეს არის  მიხეილ სარჯველაძის მთავარი არგუმენტი.  

მიხეილ სარჯველაძის მოსმენა დღეს პარლამენტში ლამის ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა. შალვა პაპუაშუივლსაც კი უჭირდა მისი თანგუდნელების გაჩერება. ირმა ზავრადაშვილს მიკროფონი გათიშული ჰქონდა, თუმცა მისი ხმა მაინც მთელს დარბაზს ესმოდა.

ზავრდაშვილს მხარი მალევე მათიკაშვილმაა აუბა, შემდეგ იყო ირაკლი ქადაგიშვილი  და ბოლოს გვერდით სავარძელში მსხდომს სოლიდარობა, რიმა ბერაძემაც გამოუცხადა - ყველა ერთად აჩუმებდა გახარიას თანაპარტიელს, რომელმაც ბავშვებისთვის წამალი მოითხოვა. 

პარლამენტში მიხეილ სარჯველაძე დღეს გახარიას პარტიამ დაიბარა. კითხვა ერთი იყო - რატომ არ ყიდულობს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამალს. სარჯვრლაძემ მიზეზად გვერდითი ეფექტები დაასახალა, თქვა რომ ამორალურია ყველა, ვინც მშობლებს არწმუნებს, რომ დასახელებული პრეპარატი მათ შვილებს დაეხმარება. 

იმ დროს როდესაც მინისტრს ოცნების დეპუტატები დარბაზიდან ტაშით აცილებდნენ, პარლამენტის წინ დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები იდგნენ. ახალი სარჯველაძისგან ვერაფერი მოისმინეს და არც ქონდათ ამის იმედი. სამაგიეროდ იციან, რომ ბრძოლას შვილების გადასარჩენად არ შეწყვეტენ. ამიტომ პროტესტი მთავრობის ადმინიტრაციასთან უწყვეტად გაგრძელდება.

დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები