ენერგორესურსებზე ფასებმა მნიშვნელოვნად აიწია ბოლო ორი თვის პერიოდში, კრიტიკულ ზღვარზეც არის მისული - შოთა ბერეკაშვილი
ფასების კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა აღიარა, რომ ენერგორესურსებზე ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა და კრიტიკულ ზღვარსაც კი მიაღწია, თუმცა მისივე თქმით, ამის გამომწვევი მიზეზი ჰორმუზის სრუტეში არსებული კონფლიქტია.
შოთა ბერეკაშვილის მტკიცებით, ენერგორესურსებზე აღნიშნულ კრიზისამდე საქართველოში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასები ფიქსირდებოდა.
ამასთან, ფასების კომისიის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ფასის ზრდა საქართველოში მნიშვნელოვნად დაბალია ვიდრე სხვა ევროპის ქვეყნებში.
ენერგორესურსებზე ფასები მნშვნელოვნად გაიზარდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც დიდწილად გამოწვეული არის საერთაშორისო ფაქტორებით, კერძოდ ჰორმუზის სრუტეში შემქნილი დაძაბულობით და შესაბამისად, ენერგორესურსებზე ფასებმა მნიშვნელოვნად აიწია ბოლო ორი თვის პერიოდში და კრიტიკულ ზღვარზეც არის მისული.
აღნიშნულ კრიზისამდე საქართველოში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასები ფიქსირდებოდა და განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებთან შედარებით, რაც აღსანიშნავია. მიუხედავად საწავავის ფასის გაზრდისა, ეს ზრდაც საქართველოში მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე სხვა ევროპის ქვეყნებში, თუმცა აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში ჩვენ გვაინტერესებს სექტორში ძირითადი მონაწილე კომპანიების ბიზნესსაქმიანობა," - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.