თუ უსამართლო განცხადებებს გააკეთებენ, არ გავაკრიტიკოთ, მარტა კოსი მოციქულია უფლის? - ბოჟაძე
"ოცნების" დეპუტატი ლადო ბოჟაძე ამტკიცებს, რომ მათი მხრიდან ევროპელი ლიდერების კრიტიკა პარტნნიორების "უსამართლო" განცხადებებზე პასუხია. ამის შესახებ მან "პირველების" კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
მარტა კოსი, რა, მოციქულია უფლის?, - ამბობს ბოჟაძე.
მე არ ვიცი ირაკლი კობახიძე რას ეტყვის მარტა კოსს და რას - არა. არ მგონია, ასეთ შეხვედრებზე ასეთი განცხადებების ადგილი იყოს, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერი ღირსეულად დაიცავს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს. თუ უსამართლო განცხადებებს გააკეთებენ, არ გავაკრიტიკოთ? მარტა კოსი, რა, მოციქულია უფლის? მე არავინ გამილანძღავს და არ მგონია, ვინმეს ვინმე გაელანძღოს. ჩვენ ვაგრძელებთ სვლას ევროკავშირისკენ, ოღონდ იმ გადაწყვეტილებებს, რაც არის მიუღებელი და უსამართლო, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ არ გავითვალისწინებთ, - ამბობს ლადო ბოჟაძე.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.