როგორ უნდა გაიაფდეს ცხოვრება?

01.05.26 20:13
როგორ უნდა გაიაფდეს ცხოვრება?

 

ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ 104-გვერდიანი დასკვნა წარადგინა, რომლის მიხედვითაც სურსათზე ფასების შემცირება მოკლევადიან პერიოდში ვერ მოხერხდება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბაზარში პირდაპირი ჩარევა რისკებთან არის დაკავშირებული და კომპანიების ნაწილს მაღალი მოგება არ აქვს.

დისტრიბუციის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინიციატივები, რომელსაც პარლამენტი ახლა განიხილავს, წარსულშიც არსებობდა. მათი თქმით, მსგავსი კანონპროექტი ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში იყო შემუშავებული, თუმცა მისი განხილვა შეჩერდა.

დეკემბრის ბოლოს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მარკეტებში პროდუქცია 86%-იანი ფასნამატით იყიდებოდა. მაშინვე ბიზნესის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ეს მონაცემი არასწორად იყო დათვლილი. კომისიის მუშაობის შედეგად არ დადასტურდა, რომ ფასების ზრდა დასაშვებ ზღვარს აღემატებოდა.

დაკვირვების ქვეშ მყოფი სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ფასებზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს და მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები მასზე გადამწყვეტ ზეგავლენას ვერ მოახდენს.

ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, კომისიის მუშაობას პრაქტიკული შედეგი არ მოჰყოლია. ისინი მიუთითებენ, რომ პროცესს თან ახლდა საჯარო განცხადებები და დისტრიბუციის კომპანიებში ჩატარებული შემოწმებები, თუმცა საბოლოო დასკვნა განსხვავდება იმ განცხადებებისგან, რომლებიც მანამდე კეთდებოდა.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები