კობახიძე სომხეთ-ევროკავშირის სამიტს დაესწრება - რა გზავნილები ექნება "ოცნების" ლიდერს?

01.05.26 20:22
კობახიძე სომხეთ-ევროკავშირის სამიტს დაესწრება - რა გზავნილები ექნება "ოცნების" ლიდერს?

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ლიდერი ერევანში მიემგზავრება, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება.

სომხეთში შეკრებილნი იქნებიან ევროპელი ლიდერები, რომლებიც ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდნენ.

სამიტის წინ ივანიშვილის გუნდში ევროკავშირის კრიტიკაც ისმის. რა იქნება ირაკლი კობახიძის მთავარი გზავნილი და როგორ გამოიყენებს ამ შეხვედრას — ამ კითხვაზე მის გუნდში კონკრეტული პასუხი არ აქვთ, თუმცა აცხადებენ, რომ ევროპას მათთან დიალოგი მოუწევს.

სამიტზე ირაკლი კობახიძეს შეხვედრა მოუწევს იმავე პოლიტიკურ ლიდერებთან, რომელთა მიმართაც კრიტიკული შეფასებები ისმის. ამავდროულად, ერევანში არ იქნება მისი მოკავშირე, უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები