"შევავსებთ დანაკლისს ოპოზიციურ ველზე" - რა გეგმა აქვს "ხალხის ძალას"

01.05.26 20:42
"შევავსებთ დანაკლისს ოპოზიციურ ველზე" - რა გეგმა აქვს "ხალხის ძალას"

ე.წ. „ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე, აქტიურად ცდილობს პოლიტიკური პოზიციონირების გამყარებას და ბოლო პერიოდში პარლამენტში არაერთი კრიტიკული განცხადება გააკეთა.

პარალელურად, მმართველი გუნდი ოპონენტების მიმართ მწვავე განცხადებებს აგრძელებს, ხოლო „ხალხის ძალა“ საკუთარ დღის წესრიგს აყალიბებს.

არსებული ინფორმაციით, პარტიამ რეგიონებში მუშაობა უკვე დაიწყო და ამომრჩეველთან შეხვედრებს მართავს. ისინი ცდილობენ იმ მოქალაქეების მხარდაჭერის მოპოვებას, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი.

პარტიის წარმომადგენლები რეგიონებში ადგილობრივ პრობლემებს ისმენენ და მათ საპარლამენტო ტრიბუნიდან აჟღერებენ. ამავდროულად, პერიოდულად აკრიტიკებენ როგორც მთავრობის ხელმძღვანელობას, ისე სხვადასხვა ინიციატივას, მათ შორის ფასების კომისიის მუშაობას.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები