პარლამენტის ცხრა ოპოზიციონერმა წევრმა შიმშილობა დაიწყო
ცხრა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო - საგანგებო განცხადება პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.
დეპუტატები მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.
შიმშილობა დაიწყეს: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ლევან ბეჟაშვილმა, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა და ბაჩუკი ქარდავამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 45-ე დღეა შიმშილობს, მას არ მიეწოდება ჯანმრთელობასთან ადეკვატური სამედიცინო სერვისები, ასევე შიმშილობს ჩვენი კოლეგა - ელენე ხოშტარია, ასე რომ ჩვენ, 9 პარლამენტის წევრმა გადავწყვიტეთ შიმშილობის დაწყება ერთადერთი მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას მულტიფუნქციურ კლინიკაში". - ამბობს კირკიტაძე.