რა გზავნილები ექნება ირაკლი კობახიძეს სომხეთიდან - რას ამბობენ "ოცნებაში"

02.05.26 15:54
რა გზავნილები ექნება ირაკლი კობახიძეს სომხეთიდან - რას ამბობენ "ოცნებაში"

გზავნილებს გაიგებთ მაშინ, როცა კობახიძე ტრიბუნასთან დაადგება - ასე უპასუხეს დღეს "ქართულ ოცნებაში" ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს ირაკლი კობახიძის სომხეთში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ.

"ქართული ოცნების" ლიდერი  2 დღეში ერევანში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე მიდის. იქ ჩადის ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოშტა და ევროკავშირის სხვა ლიდერებიც.

დღეს ივანიშვილის პარტიის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა მხოლოდ 2030 წლის პროგნოზებზე შეძლო საუბარი, მაგრამ ვერ თქვა, უნდა ველოდოთ თუ არა ორ დღეში, კობახიძის შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან ერევანში.

ირაკლი კობახიძე არ ადარებს ევროკავშირს საბჭოთა კავშირს, ზოგადად, რა გზავნილებით ჩავა, იქნება ცნობილი, როცა დადგება ტრიბუნასთან. ზოგადად, ხედვა რაც არის ევროკავშირის ქვეყნების მიმართ, ჩვენს თავს ვხედავთ ევროკავშირში. 2030 წლისთვის ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვიქნებით მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად და ნებისმიერი ის დადებული ხელშეკრულება იქნება ჩვენსა და ევროკავსირს შორის, თუ აღებული ვალდებულებები, მაქიმალურად იქნება შესრულებული, მათ შორის ასოცირებსი ხელშეკრულებსი ფარგლებში", - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი. 

მსგავსი სიახლეები